არსებობს მოსაზრება, ასე ვთქვათ: წიგნების პრობლემა. ამაზე უფროსი თაობის წარმომადგენლები ლაპარაკობენ ხოლმე. ვეთანხმები, რომ ახალი თაობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობს წიგნებს, მგონი უბრალოდ არ აინტერესებს ან წიგნის კითხვისთვის დრო არ აქვთ, მაგრამ საქმე ისე ცუდად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარი ის არის, რომ ბავშვი სწორედ გაიზარდოს, ეს საქმე ნახევრად მშობლისგან არის დამოკიდებული, მშობელი ისე უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი პატარაობიდან შეიყვაროს წიგნი. ბოლოს ვეტყვი რომ ეს პრობლემა ვერ მოვაგვარებთ ბოლომდე, მთავარი ის არის, რომ მომავალ თაობას ჩავუნერგოთ წიგნის სიყვარული.
|
ჩემი შექმნილი |
ჩატარებული კითხვარის შედეგები
კითხვარი პროექტის შესახებ: იხილეთ აქ
მე მოცემულ თემის ფარგლებში მოვამზადე კითხვარი, რომლის დახმარებითაც შევეცადე მივიღო მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს ჩვენი მოსახლეობა. კვლევა ძირითადად ჩატარებული იყო 15-დან 25-მდე ასაკის ახალგაზრდებში. მონაწილეობა მიიღეს, როგორც მდედრობითი (74%), ასევე მამრობითი (26%) სქესის წარმადგენლებმა. კითხვარი შევსებულია 73 ადამიანის მიერ.
კითხვარში მქონდა ასეთი შეკითვა, თუ "რომელს ანიჭებენ უპირატესობას? "
რესპოდენტების 9.3% მონიშნა "წიგნს", 16% - კომპიუტერს, ხოლო 74.7% მონიშნა "ორივეს". რესპოდენტების უმრავლესობა,
ანუ 66.7% ფიქრობს, რომ კომპიუტერმა შეეცვალა წიგნი, ხოლო 33.3% ფიქრობს პირიქით, რომ კომპიუერმა არ შეცვალა წიგნი და არასდროს არ შეცვლის. კითხვარის პასუხებიდან ჩანს, რომ უმრავლესობა წიგნს კითხულოს, როცა აქვს თავისუფალი დრო და მარტო 3% კითხულობს წიგნს ყოველდღე. საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ ახალგაზრდები კომპიუტერთან დაახლოებით 83.3% ასე მონიშნა და დანარჩენები 16.7% იცავენ საზღვარს ანუ დღეში 2-3 საათით ჯდებიან კომპიუტერის წინ. მათი მოსაზრებით ადამიანმა კომპიუტერთან უნდა გაატაროს 3 საათი და წიგნი წაიკთხოს სულ 2 საათი.
რესპოდენტების 75% ინფორმაცია იღებს კომპიუტერისგან, 12.5% წიგნიდან და დანარჩენი 12.5% ორივესგან იღებს თანაბარ ინფორმაციას.
კითხვაზე თუ "თქვენი თვალები რისი გამოყენების დროს იღლება?" 83.3% მონიშნა "კომპიუტერი" და უმცირესობა (16.7%) მონიშნა, რომ წიგნის კითხვის დროს ეღლება თვალები.
ამ კვლევიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი თაობა უპირატესობას მაინც კომპიუტერს ანიჭებს, როგორც ინფორმაციის მოძიების უსწრაფეს საშუალებას, თუმცა წიგნი ჯერჯერობით მაინც არაა ბოლომდე ჩანაცვლული კომპიუტერით.
No comments:
Post a Comment